მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DG Capital-მა სს "იმანი ჯორჯიას" საკუთარი 55%-იანი წილი გაასხვისა

64bf91f50e4e8
BM.GE
25.07.23 13:20
1006
DG Capital-მა სს "იმანი ჯორჯიას" საკუთარი 55%-იანი წილი გაასხვისა, ასევე, დააანონსა ახალი კრიპტოვალუტის ბირჟა და ახალი ელექტრონული საფულე.

DG Capital-მა განაცხადა ქვეყნის უმსხვილესი გადახდის სისტემის პროვაიდერისა და ელექტრონული საფულის სს „იმანი ჯორჯიას“ 55%-იანი წილის გაყიდვის შესახებ. კომპანია ასევე ფლობს 100%-იან წილს "MyCoins"-ში - საქართველოს მოწინავე კრიპტოვალუტის ბირჟაში.

ფინანსებისა და ტექნოლოგიების სექტორში დაგროვებულ დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობით DG Capital-მა დააანონსა ახალი კრიპტოვალუტის ბირჟა - Bitanica და ინოვაციური ელექტრონული საფულე - Fastoo. ეს ნაბიჯები მიანიშნებენ მნიშვნელოვან ძვრებზე DG Capital-ის სტრატეგიულ გაფართოებასა და დივერსიფიკაციაში.

Bitanica - სანდო და მრავალმხრივი კრიპტოვალუტის პლატფორმა საკუთარი სერვისების გავრცელებას საერთაშორისო ბაზრებზე აპირებს. ბირჟა ეფუძნება DG Capital - ის მიერ ციფრული ვალუტის ეკოსისტემის ღრმა და დეტალურ ანალიზს და წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილი ტრეიდერებისთვის.

ხოლო Fastoo მორგებულია ციფრული გადახდების ოპტიმიზაციაზე და მომხმარებლებს სთავაზობს საკუთარ ელექტრონულ საფულეს - როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. Fastoo მიზნად ისახავს უზრუნველყოს უპრობლემო და ეფექტური გადახდის გადაწყვეტები, რომლებიც მუდამ დააკმაყოფილებენ მომხმარებლის ზრდად მოთხოვნილებებს.

DG Capital-ის თითოეული სტრატეგიული ინვესტიცია არამხოლოდ კომპანიას უმკვიდრებს ადგილს, არამედ მთლიანი დარგის განვითარებასა და ინოვაციურობასაც ეხმარება, ხოლო Bitanica და Fastoo იდეალური პროდუქტებია ფინანსებისა და ტექნოლოგების სექტორში ახალი ტერიტორიების ასათვისებლად.

პროდუქტების პროგრესის შესახებ უახლოეს თვეებში გაიგებთ.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები