მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა

BM.GE
01.02.23 12:14
192
დღეიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებისთვისაც ტექინსპექტირება 60 ლარი ღირდა, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირებისას 20 ლარის გადახდა მოუწევთ, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებისთვისაც პირველადი ტექინსპექტირება 100 ლარი ღირდა, მათთვის განმეორებითი ტექინსპექტირების ღირებულება 30 ლარი გახდა. რაც შეეხება ელექტრომობილებს, მათთვის განმეორებითი ტექინსპექტირების საფასური 15 ლარია. რას შეცვლის განმეორებით ტექინსპექტირებაზე ფასის დაწესება ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის?

სტუმარი: ვაჟა იორდანიშვილი - საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები