მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან ჩეხეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს

6358eb4ba3bfe
მარიამ ვარადაშვილი
26.10.22 12:51
664
დღეიდან ჩეხეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს. მთავრობის მიერ თვის დასაწყისში მიღებული წესით არ შეუშვებენ ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში გაცემული ვიზის მფლობელ რუსეთის მოქალაქესაც. ტურისტული მიზნებით რუსეთის მოქალაქეები ვერც თავად ჩეხეთის მიერ ადრე გაცემული ვიზით მოახერხებენ შესვლას. ამას გარდა, აკრძალვა რუსეთის იმ მოქალაქეებზეც გავრცელდება, რომლებიც ჩეხეთს სპორტთან ან/და კულტურასთან დაკავშირებული მიზნებისთვის ეწვევიან.

ქვეყანამ უკარაინაში ომის დაწყებისთანავე შეაჩერა ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე გარდა ჰუმანიტარული მიზნებისა.

9 სექტემბერს ევროპულმა საბჭომ მთლიანად შეაჩერა ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება იმ სანქციების ჩარჩოში, რომელიც მოსკოვს დაუწესეს უკრაინაში შეჭრის გამო.
შედეგად რუსი ტურისტებისთვის შენგენის ზონაში მოგზაურობა გართულებული და გაძვირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები