მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, ექსპლუატაციაში შესული კორპუსები ე.წ. ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება - სემეკი

6156e28d54ef2
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.21 14:32
713
მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შესული ყველა ახალაშენებული, მრავალბინიანი კორპუსი ელექტროენერგიის ე.წ. ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება.

აღნიშნულ სიახლეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ნორმატიული აქტი - „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები“ ითვალისწინებს, რომელიც მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ დირექტივებსა და მოთხოვნილ სტანდარტებს ეფუძნება.

სემეკში განმარტავენ, რომ „ჭკვიანი მრიცხველი“ ხარჯების ოპტიმიზაციას ახდენს და ტარიფზე დადებითად აისახება. დამონტაჟების ვალდებულება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურსაც შეეხება როგორც ქსელზე მიერთებისას, ასევე ელექტროსადგურით სარგებლობის შეთხვევაში. ჭკვიანი მრიცხველის ელექტროენერგეტიკის სექტორში დანერგვა ბაზრის ლიბერალიზაციისა და მომდევნო პერიოდში დიფერენცირებული ტარიფების ამოქმედებითაა განპირობებული.

„ჭკვიანი მრიცხველი“ მონაცემების ელექტრონულად წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა. ნებისმიერი დისტანციიდან მრიცხველთან დაკავშირება და მოხმარებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. მომხმარებელს კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მისთვის სასურველ დროს მრიცხველის შემოწმება და მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა და ფასის გაკონტროლება შეეძლება შეამოწმოს მრიცხველი.

მომდევნო ეტაპზე „ჭკვიანი მრიცხველებით“ 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე ექსპლუატაციაში შესული მრავალბინიანი კორპუსებიც აღიჭურვება, სადაც ელექტროენერგიის მომსახურე კომპანია საინვესტიციო გეგმების ფარგლებში განახორციელებს მრიცხველების ჩაანაცვლებას", - განმარტავენ სემეკში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები