ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე კვირის განმავლობაში საერთაშორისო რეისებს კრძალავს; მათ შორის შეზღუდვები წესდება ისრაელის ავიახაზების მიერ შესრულებულ საერთაშორისო რეისებზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ისრაელის მთავრობის მიერ შემოღებული დამატებითი აკრძალვა მიზნად ისახავს კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შეჩერებას.
აღნიშნული რეგულაცია ძალაში დღეიდან შედის და 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოცემა წერს, რომ ისრაელის ავიაკომპანიები საერთაშორისო ფრენების შესრულებას მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ, როგორიც არის სამკურნალო მიზნებისთვის ადამიანის ტრანსპორტირება ან ტვირთების გადაზიდვა.