მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან, მიმოქცევაში ახალი 100 და 200 ევროიანები ჩაეშვა

5cecd9d8435c2
მიშა ხაჩიძე
28.05.19 10:43
1299
დღეიდან, მიმოქცევაში ახალი დიზაინის მქონე 100 და 200 ევროიანები ჩაეშვა.

ორივე ბანკნოტს დაცვის ახალი მექანიზმები აქვს, რომლითაც მათი გაყალბება, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

ახალ ქაღალდებს ჰოლოგრამის მექანიზმები აქვს დამატებული, რაც წინა კუპიურებში არ იყო; გარდა ამისა, ისინი გაცილებით პატარაა, რაც მის გამოყენებას ამარტივებს.

კუპიურებზე ფერები უფრო მკვეთრადაა გამოყვანილი; ახალი ბანკნოტების გამოშვების მიზეზს გახშირებული გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

როგორც ევროპის ცენტრალურ ბანკში კუპიურის პრეზენტაციაზე განაცხადეს, ისინი აპირებდნენ 500-ევროიანი ბანკნოტების გამოშვებასაც, თუმცა შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო, გადაიფიქრეს.

მისივე ცნობით, 100 ევროს ნომინალის ბანკნოტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი ფულის კუპიურაა; ევროზონაში და მის ფარგლებს გარეთ 100 ევროს ნომინალი კუპიურები ბრუნვაში უფრო მეტია, ვიდრე - 5 და 10 ევროს ნომინალის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები