მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან მოსკოვში შეზღუდვების მოხსნა იწყება

5edf435ce6294
ნათია თაქთაქიშვილი
09.06.20 12:21
1059
მოსკოვში დღეიდან შეზღუდვების მოხსნა იწყება. კერძოდ, უქმდება ე.წ. თვითიზოლაციის რეჟიმი. გადაადგილებისთვის სპეციალური საშვები საჭირო აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმციას რუსული მედია ავრცელებს.

მუშაობას განაახლებენ სილამაზის სალონები, სასამართლოები და სხვა ორგანიზაციები. თეატრებში განახლდება რეპეტიციები, თუმცა მოსკოველებს კვლავ მოუწევთ პირბადის ტარება.

აღსანიშნავია, რომ ღია კაფეეები და რესტორნები ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება.

მოსკოვში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 3,000-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

სულ რუსეთის დედაქალაქში გამოვლენილია 197 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული. ბოლო 24 საათში ინფექცია კიდევ 2001 ადამიანს დაუდგინეს. 104 ათასი პაციენტი განიკურნა.

9 ივნისის მონაცემებით, რუსეთში ჯამურად 485,253 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, გარდაიცვალა 6,142 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 242,397 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები