მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან მთავრობა კლინიკებს DRG-ის მიხედვით დააფინანსებს

BM.GE
01.11.22 17:46
219
608 DRG ჯგუფი და 26 დიაგნოსტიკური კატეგორია - დღეიდან, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების სისტემას ცვლის და სამედიცინო დაწესებულებები DRG-ის, იგივე მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელზე გადაჰყავს. თუ აქამდე სახელმწიფო კლინიკას კონკრეტულ შემთხვევაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა ანაზღაურებას, 1 ნოემბრიდან პაციენტისთვის გაწეული მომსახურება დიაგნოზის მიხედვით ანაზღაურდება. აღსანიშნია, რომ ეს მიდგომა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეხება და არ ვრცელდება კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის ურთიერთობებზე. როგორ ხვდება სამედიცინო სექტორი დაფინანსების ახალ სისტემას?!

სტუმარი: მაია მახარაშვილი - ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები