მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან, ოკუპირებული აფხაზეთი რუსული ელექტროენერგიით მომარაგდება

5c765b00b9439
დათო ჯალაღონია
27.02.19 13:45
1077
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსულ მხარესთან შეთანხმდა, რომ რეგიონს ელექტროენერგიით რუსეთი უზრუნველყოფს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „სპუტნიკი“ „ჩერნომორენერგოს“ პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც BM.GE-ის „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, რუსეთიდან ელექტროენერგია აფხაზეთის რეგიონს გაგრადან გუდაუთამდე არსებულ მონაკვეთზე მიეწოდება, დანარჩენი ტერიტორია კი, ისევ „ენგურჰესიდან“ მომარაგდება.

მებონიას განმარტებით, ამ ეტაპზე „ენგურჰესზე“ წყლის დონე საკმარისია იმისთვის, რომ სოხუმსა და დანარჩენ დასახლებებს ელექტროენერგია არ შეუწყდეს, თუმცა რამდენად შენარჩუნდება ეს ვითარება, უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

„ჩვენი პროგნოზით, ოთხ-ხუთ დღეში წყლის დონე ალბათ, უფრო მოიმატებს ენგურზე და ამის მიხედვით გვეცოდინება, უწყვეტად მივაწვდით ელექტროენერგიას, თუ ისევ გრაფიკი იქნება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ენგურზე წყლის დონის შემცირების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები