დღეიდან, „პანორამა თბილისზე“ სამშენებლო სამუშაოები განახლდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, კომპანია „პანორამა თბილისის" მშენებლობაზე „შპს ენერჯი პლიუსმა“ ნებართვა მიიღო.
„ადგილზე საფრთხის შეფასება ჩატარებულია, ხოლო პრევენციული ღონისძიებები გატარებული“, - განაცხადა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში „პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა. შემთხვევას ფატალური შედეგი არ მოჰყოლია.
„პანორამა თბილისის“ მშენებლობას შპს "თბილისი სითის“ დაკვეთით, "შპს ენერჯი პლიუსი" ახორციელებს.

























