მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან, პენსიონერები და შშმ პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტს ლარად იყიდიან

5d3ecc2690577
თელარა გელანტია
29.07.19 15:00
1333
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლის გაფართოებაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს დააანონსა, რეალურად, დღეიდან ამოქმედდა.

როგორც BM.GE-ის პროგრამის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა განუცხადა, საჭირო მედიკამენტების მისაღებად ის ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელს გუშინ ესტუმრა, სადაც განუცხადეს, რომ პროგრამას ამ ეტაპზე ხარვეზი ჰქონდა და პროგრამის ფარგლებში, 1 ლარად მედიკამენტებს ვერ გასცემდნენ.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, BM.GE საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ პრემიერის მიერ პროგრამის გაფართოების დააანონსებიდან დღემდე მიმდინარე პერიოდი ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას დასჭირდა და უკვე დღეიდან, ბენეფიციარებს მედიკამენტების მიღება შეუფერხებლად შეუძლიათ.

ცნობისთვის: ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა სხვადასხვა ჯგუფებზე გაფართოვდა. 35 სახეობის მედიკამენტის 1 ლარად ყიდვა პენსიონერებს, შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველებს ლარად შეუძლიათ; პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტი 20 მლნ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები