დღეს, ევროპული ავიაკომპანია Air Malta საქართველოში პირველ რეისს შეასრულებს.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ თეა ზაქარაძემ bm.ge-ისთან განაცხადა, Air Malta კვირაში ერთი სიხშირით იფრენს.
ცნობისთვის: ავიაკომპანია AIR MALTA 1974 წლის აპრილიდან ოპერირებს. მისი სათავო ოფისი მალტას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის 39 მიმართულებით ასრულებს.
ამასთან, თეა ზაქარაძის თქმით, 16 ივლისს საქართველოში კვირაში ორჯერ უზბეკეთის ავიახაზები ტაშკენტის მიმართულებით იწყებს ოპერირებას.
გარდა ამისა, 16 ივლისიდან ქართულ ავიაბაზარს AtlasGlobal-ი უბრუნდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ყოველდღიური ფრენები ექნება.
Tav Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ბათუმიდან ვილნიუსის მიმართულებით GetJet-ი იწყებს ჩარტერების შესრულებას.
ასევე, სექტემბრიდან Pegasus-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში ოთხი სიხშირით იფრენს.

























