მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის ახალი საჯარიმო სანქციები ამოქმედდა

5cf534312eca0
ელენე გოგბერაშვილი
03.06.19 21:05
19061
დღეიდან, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის ახალი საჯარიმო სანქციები ამოქმედდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სამარშრუტო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში ე.წ BUS LANE-ზე სხვა ტრანსპორტის მოძრაობა, გაჩერება ან დგომა 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება იმ შემთხვევაშიც, თუ ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე იმოძრავებს ან გააჩერებს ავტოსატრანსპორტო საშუალებას. ამ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია 50 ლარით არის განსაზღვრული.

კანონის მიხედვით, სამართალდარღვევის ჩადენისას გაჩერებული ან მდგომი სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას ექვემდებარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები