უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის.
აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ 25 მაისს მიიღო. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით. ამასთან, არის რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ჯანმრეთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ ხარჯებსაც.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, დღეიდან რესტორნები მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად სტუმრების მიღებას შიდა სივრცეებიც შეძლებენ.