COVID-19-ის გავრცელების გამო დაკეტილმა შანხაის გასართობმა პარკმა, Disneyland-მა დღეიდან მუშაობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასართობი პარკი დაკეტილი 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო, ხოლო 11 მაისიდან შანხაის Disneyland-ი 30%-იანი დატვირთვით იმუშავებს.
ჩვეულებრივ, პარკს შეუძლია, ერთდროულად 80 ათასს ვიზიტორს უმასპინძლოს. ამას ემატება 12 ათასი თანამშრომელი, თუმცა როგორც CNN აღნიშნავს, გახსნის დღეს „დისნეილენდში“ პარკის თანამშრომლების რაოდენობა სტუმრების რაოდენობას გადააჭარბა და პარკმა 30%-ზე ნაკლებ სტუმარს უმასპინძლა.
მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვების გამო, გასართობი პარკის ვიზიტორები, ძირითადად, შანხაის მკვიდრი მოსახლეობა იყო. აღსანიშნავია, რომ პარკის სტუმრებმა წინასწარ ონლაინ უნდა დაჯავშნონ ვიზიტი, რათა თავიდან აიცილონ პარკთან გრძელი რიგების არსებობა.
ამ ეტაპზე ვიზიტორები ვალდებულები იქნებიან, პირბადეები ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან. მათ პარკში შესვლისას ტემპერატურას გაუზომავენ.