მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან შშმ პირები და პენსიონერები წამლებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ

5b8cdc5e92966
BM.GE
03.09.18 11:05
1605
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. დღეიდან, 3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ასაკით პენსიონერებიც ერთვებიან. აღნიშნულ ჯგუფები ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო (23 დასახელების) მედიკამენტებს საბაზრო ღირებულების 50%-ი და მეტი ოდენობის ფასდაკლებით შეიძენენ.

ფასდაკლება შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის ტიპი 2-ის არაინსულინდამოკიდებული, ფარისებრი ჯირკვლის და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს.

მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად, შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში.ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა. ამ ეტაპზე მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში, თუმცა უახლოეს მომავალში პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ყველა პრეპარატი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები