დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე იზღუდება.
NCDC-ის ცნობით, შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.
ამასთან, შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.
"პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით "ფაიზერის", "ასტრაზენეკასა" და სინოვაკის ვაქცინებით", - ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში.