უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "SkyUp Airlines", რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე შარშან შემოვიდა, ახალ მიმართულებას ამატებს.
ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.
ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია "SkyUp Airlines"-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.