მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება იზრდება - გიორგი წოწკოლაური

5efc47f5e8459
ინგა მურუსიძე
01.07.20 12:41
1347
დღეიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურების ოდენობა 250 ლარს შეადგენს, - განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა გააკეთა.

მისი თქმით, 100 ლარით გაიზარდა უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებაც და 450 ლარის ნაცვლად ისინი 550 ლარს მიიღებენ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 6 თვემდე გაზარდა სოციალური აგენტებისთვის ხელშეკრულების ვადებიც, ხოლო წლის ბოლოდან სოციალური აგენტების ნაწილს 1 წლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდებათ და ეს განპირობებულია მათი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე.

„ცვლილებები შეეხო და გაიზარდა სოციალური აგენტების შვებულების, იძულებითი მოცდენის და წახალისების ანაზღაურების ოდენობაც. ამ შემთხვევაში, სოციალური აგენტები ბოლო სამი თვის საშუალო ანაზღაურებას მიიღებენ. სოციალური აგენტები ფიქსირებული თანხის გარდა დამატებით ხელფასს გამომუშავებით იღებენ, იმის მიხედვით თუ რამდენ ოჯახში ახორციელებენ ვიზიტს.

აღნიშნული ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგია, რაც სხვა ცვლილებებთან ერთად სოციალური აგენტების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები