მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოცხადდა

5e84607a196c0
ნათია თაქთაქიშვილი
01.04.20 13:54
1000
საგანგებო მდგომაროების კომენდანტმა, სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია news.am-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილების თანახმად, სომხეთის მთელ ტერიტორიაზე იზღუდება მოქალაქეთა გადაადგილების უფლება და ამოქმედდება სავალდებულო თვითიზოლაცია. ამასთანავე, მათ აქვთ უფლება, აირჩიონ თვითიზოლაციის ადგილი, რომელსაც ამ რეჟიმის დასრულებამდე არ შეცვლიან. ასევე სომხეთში მოსახლეობას ეკრძალება ახლო კონტაქტი და უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების ნორმები.

ასევე იზღუდება გადაადგილება სომხეთის სხვადასხვა რაიონებს შორის.

აღნიშნული აკრძალვები ძალაში დღეიდან შედის და სავალდებულო თვითიზოლაცია სომხეთში 12 აპრილამდე გაგრძელდება.

1 აპრილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 532 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი; გარდაიცვალა 3 დამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 30 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები