13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების ტელე-გაკვეთილები იწყება. სატელევიზიო გაკვეთილები განკუთვნილია ყველა კლასის მოსწავლისთვის. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელეგაკვეთილები ჩატარდება.
„ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის გადაიცემა.
პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.