მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ვეღარ გაიგებთ, რამდენი iPhone-ია გაყიდული მსოფლიოში

5bdc20c49b1fa
ლევან თაღიაშვილი
02.11.18 12:53
571
Apple წყვეტს გაყიდული iPhone-ების, iPad-ების და Mac-ის რაოდენობის გამოქვეყნებას. ეს მონაცემი წლების განმავლობაში ინვესტორებისა და მომხმარებლებისთვის ყოველთვის ღია იყო. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ნაწილი საზოგადოებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი რჩება. განახლებული მონაცემებით, მომავალ კვარტალში მისი შემოსავალი 89 მილიარდიდან 93 მილიარდ დოლარამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვარტლის მაჩვენებელი $62.9 მილიარდი იყო, რისი გამოქვეყნების შემდეგაც კომპანიის აქციები 7%-ით გაუფასურდა. CNN Money წერს, რომ არსებობს საფრთხე და შესაძლოა მომავალში Apple-მა დაკარგოს ტრილიონ დოლარიანი კომპანიის სტატუსი.

შეგახსენებთ, რომ წელს Huawei-მ პირველად გადაუსწრო Apple-ს გაყიდული სმარტფონების რაოდენობით, რის შემდეგაც ის მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდა. პირველ ადგილს Samsung იკავებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები