მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან Zagros Airlines თეირანიდან თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს

591c1b3345e96
BM.GE
17.05.17 13:40
1344
ირანული ავიაკომპანია Zagros Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ზრდის და თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირის ნაცვლად, 7 სიხშირით იფრენს. ყოველდღიურ მიმოსვლას ირანული ავიაკომპანია 17 მაისიდან იწყებს. ავიარეისები A320 და MD 80-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას ახალი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.

ავიაკომპანია “Zagros Airlines” საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები