მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია - "ენერგოეფექტური მშენებლობა" გაიმართება

5c9c59488917c
თელარა გელანტია
28.03.19 09:00
950
დღეს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია - “ენერგოეფექტური მშენებლობა” იხსნება.

ღონისძიების ორგანიზატორია უძრავი ქონების #1 ჰაბი www.propertygeorgia.ge (Property Georgia) და პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების საინვესტიციო საბჭო - საქართველო.

საერთაშორისო კონფერენციას - “ენერგოეფექტური მშენებლობა” საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და “ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ”პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი გახსნიან.

გარდა ამისა, ღონისძიებას დაესწრებიან წარმომადგენლები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, დიპლომატიური კორპუსიდან, სამშემენებლო-დეველოპერული კომპანიებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და პროფილური საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

"შენობების და მშენებლობის გლობალური ასოციაციის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში CO2-ის ემისიის 20% სამშენებლო სექტორზე მოდის, რომლის 60%-იც ელექტრო და გამათბობებლი სისტემების ხარჯზეა. მშენებლობა ყველა სხვა სექტორზე მეტ ენერგიას მოიიხმარს. ეს განსაკუთრებით ცხადი ხდება პოპულაციის და შესაბამისად ურბანიზაციის ზრდასთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში ენერგიის მოხმარების ზრდაში აისახება. შესაბამიად, ამ კონფერენციის მიზანი მაღალი ინტერესის საგანია, რადგან ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება ბენეფიტებს იძლევა რამდენიმე მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოს დაცვის კუთხით მიღებული სარგებელი“, - აცხადებს "უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის" (FIABCI) მსოფლიო პრეზიდენტი ასენ მაკედონოვი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები