მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, 10 ბიზნეს-გაერთიანება ფინანსთა მინისტრს ერთობლივი წერილით მიმართავს

5cffb8d697949
თელარა გელანტია
12.06.19 09:00
1087
დღეს, 10:00 საათზე საქართველოში მოქმედი 10 ბიზნეს-გაერთიანება ერთობლივი წერილით მიმართავს ფინანსთა მინისტრს.

საქმე ეხება ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, იმპორტიორი კომპანიებისთვის მთელი რიგი შეღავათები უქმდება.
„მიმართვის მიზანია, ფინანსთა მინისტრის მხრიდან გაკეთდეს ოფიციალური და საჯარო განმარტებები მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ჯერჯერობით მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ხდება“, - აცხადებენ ბიზნეს გაერთიანებები.

ასოციაციის წარმომადგენლები დამატებით კომენტარებს ფინანსთა სამინისტროსთან გააკეთებენ; დღესვე გავრცელდება მიმართვის ტექსტიც.

როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, 10 ბიზნეს-გაერთიანებას შორისაა: გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პალატა, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი, საქრათველო-შევიცარიის ბიზნეს-საბჭო და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები