მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დღეს ამერიკაში რომ იყიდოთ მანქანა უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე საქართველოში” - Caru.ge

60fd3769dc936
მარიამ ადამია
25.07.21 14:03
2733
“დღეს ამერიკაში რომ იყიდოთ მანქანა უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე საქართველოში. ანუ მეორადი ავტომობილების ფასები მატულობს და პოსტპანდემიურ ვითარებაში მეორადი ავტომობილების წილი გაიზრდება გზებზე, ამიტომაც სავარაუდოდ, ახალ ავტომობილებს აღარ იყიდიან,” - ამის შესახებ ავტოექსპერტის გამოსაძახებელი პლატფორმის “ქარუს” დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, ნიკა აბაშიძემ ისაუბრა “საქმიან დილაში” და აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია ისედაც წამოსული იყო და მაგალითად მილენიალების თაობა ამ ფასად მოგზაურობას ანიჭებდნენ უპირატესობას, შესაბამისად, ახლა, პოსტკორონავირუსულ პერიოდში, სერიოზულ ცვლილებებს ელოდებიან.

“ბოლო პერიოდში, მომხმარებლების რაოდენობა იმატებს, მაგრამ გამოყენების სიხშირე დაეცა, ანუ მაგალითად თუ აქამდე ზეთის შეცვლა მძღოლებს სჭირდებოდათ 3 თვეში ერთხელ, ახლა ათ თვემდეა გაზრდილი პერიოდი, რადგან მანქანებმა შეამცირეს სიარული, იქნება ეს ლოქდაუნის თუ საწვავზე გაზრდილი ფასების გამო. ამ პროცესებში კი, ჩვენი, როგორც კომპანიის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ვფიქრობდით მომხმარებლისთვის მთავარი ღრებულება იყო მანქანის შეკეთების ხარჯის შემცირება, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა რომ მომხმარებელს დრო უფრო ადარდებს, ვიდრე შეკეთების ღირებულება და შევცვალეთ კომუნიკაციის სტილი და დავემთხვიეთ სამიზნე აუდიტორიას,” - აღნიშნა ნიკა აბაშიძემ.

“ქარუს” დამფუძნებელის შეფასებით, დღეს საქართველოს ბაზარზე მომხმარებლები, რომლებსაც ჯერ ქარუს მომსახურებით არ უსარგებლიათ, ფიქრობენ, რომ 3-4-ჯერ ძვირი დაუჯდებათ ავტომობილის შეკეთება, თუკი მათი სერვისით ისარგებლებენ, რაც რეალურად, მცდარი მოსაზრებაა.

“ახლა ვცდილობთ მომხმარებელს ავიხსნათ, რომ პირიქით, როცა ქარუს იყენებენ, ხარჯები მეტად მცირდება, რადგან გამოუცდელობის გამო არ მოუწევთ ნაწილის ბევრჯერ შეცვლა და იმ ფასს იხდიან, რაც კერძო ხელოსანთან უნდა გადაეხადათ. კერძო ხელოსნები გაცილებით უკეთეს საგადასახადო პირობებში არიან ვიდრე სერვის ცენტრები და ამიტომ საბოლოოდ, ჩვენთან მანქანის გაკეთება გაცილებით ბიუჯეტურია,” - განაცხადა ნიკა აბაშიძემ.

რაც შეეხება ავტომობილის ნაწილებს, აბაშიძის თქმით, დღეს მათი ღირებულება მკვეთრად მომატებულია, რადგან მანქანები აღარ მოძრაობდნენ, შესაბამისად ნაკლებად იმტვრეოდნენ და მეორადი ნაწილების დეფიციტი გაჩნდა, რამაც გამოიწვია ფასებს მატება.
ინფორმაციისთვის, CARU.GE ბაზარზე დაახლოებით 3 წლის წინ გამოჩნდა და მისი დანიშნულებაა ის, რომ ადამიანებს დაეხმაროს და გაუიაფოს მანქანის მოვლა/პატრონობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები