მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს არცერთი ნორმალური ადამიანი დეპოზიტზე ფულს არ დებს, ყიდულობს მიწას – ესტონელი ბიზნესმენი

61a3a4a059271
BM.GE
29.11.21 09:00
1059
"დღეს არცერთი ნორმალური ადამიანი დეპოზიტზე ფულს არ დებს, ყიდულობს მიწას", – ამის შესახებ ესტონელმა ბიზნესმენმა ოლეგ ოსინოვსკიმ გადაცემა "Forbes კვირაში" განაცხადა.

მისი თქმით, დეპოზიტებზე საქართველოში მოქმედი სარგებელი იმდენად მცირეა, რომ მოქალაქეებს არ უღირთ მისი ბანკში განთავსება, ამიტომ ფულს უძრავ ქონებაში აბანდებენ.

“დოლარის ერთწლიანი დეპოზიტის სარგებელი იცით რამდენია მაგალითად თიბისი ბანკში? 0.85%-ია. ანუ საქართველოში ინფლაციის გათვალისწინებით, სადაც ინფლაცია 13%-ია, მაშინ გამოდის, რომ წლიურად შენი ფულის 12%-ს კარგავ. ამიტომ დღეისთვის არცერთი ნორმალური ადამიანი, რომელსაც რაღაც აქვს და დათვლა შეუძლია, დეპოზიტზე ფულს არ დებს, ის მოდის ჩვენთან და ყიდულობს მიწას, რომელიც ყოველწლიურად 20-30%-ით ძვირდება. მათ, ვინც ჩვენთან პირველად იყიდა მიწები, უკვე 100% იანი მოგება ნახეს. პირველმა გადამყიდველებმა უკვე გაყიდეს ქონება, კიდევ იყიდეს და მერე ისევ გაყიდეს”, – აცხადებს ოსინოვსკი.

მისივე თქმით, “თბილისი ჰილსი”, რომელიც მულტიფუნქციური კომპლექსია გარდაბანში, გოლფის მოედნებითა და მდიდრული ვილებით, არცერთი ბინა გასაყიდი აღარ დარჩა.

“დღეისთვის არც ერთი ბინა აღარ გვაქვს გასაყიდი. ახლა შემდეგი სახლის ბინების გაყიდვები იწყება, რომლის საძირკვლის გათხრაც დავიწყეთ. კვირის განმავლობაში ათობით მყიდველია. ასეთია დღეს ვითარება, ეს ვითარებაა საქართველოშიც. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ახლა, როგორ იქნა, საზღვრები გაიხსნება და ეს ადამიანები თავიანთი ფულის, რომელიც მათ ანგარიშებზე აქვთ, ხარჯვას დაიწყებენ”,– აცხადებს ოსინოვსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები