დღეს, კომპანია „რედიქსი“ თბილისში საერთაშორისო ბრენდის ახალ სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისს“ ხსნის.
კომპანიის ინფორმაციით, გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მედია და პროექტში ჩართული სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
„ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია.
სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის, 170 კომფორტული ოთახი, 8 საკონფერენციო დარბაზი და ქართულ-ევროპული რესტორანი „ანდაზი“ არის წარმოდგენილი.
პირველ ეტაპზე სასტუმროში, დაახლოებით, 80-მდე ადამიანი დასაქმდება. Hilton Garden Inn-ში განთავსების ღირებულება კი 90 დოლარიდან დაიწყება.
აღსანიშნია, რომ „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნა 2020 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიამ სასტუმროს გახსნის ვადები დააკორექტირა.