"თიბისის" ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ფინალური ღონისძიება დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.
როგორც bm.ge-ის "თიბისიდან" აცნობეს, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის 5 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს. ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამორჩეულ ბიზნესს გადაეცემა.
გამარჯვებისთვის შემდეგი ბიზნესები იბრძვიან:
• საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის
ფაბერი, პროფი, თრიფქარს
• საუკეთესო ინოვაციებისთვის
ველი, ოპტიო ეიაი და სისიელეი
• გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის
ფლასთიქვოჩერ.ჯი, დადარი, ნატა ბუაჩიძის სტუდია
• თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის
მიკროგრინი, ვანდერლენდი, ვიაიპი სეკრეტარი
• საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის
სამოსელი პირველი, ალაზნის თავი, სოფლიდან.ჯი
წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.