რუსეთის დუმაში საქართველოს წინააღმდეგ დამატებით ეკონომიკურ სანქციებზე დღეს იმსჯელებენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, დუმა ქვეყნის მთავრობას მიმართავს, რათა განიხილოს და წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს წინადადებები საქართველოსთვის სპეციალურ ეკონომიკურ ზომებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან მინერალური წყლებისა და ღვინის იმპორტის აკრძალვის ინიციატივით, რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ვიცე-სპიკერი გუშინ გამოვიდა. სერგეი ნევეროვმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხიც განიხილონ და დაამტკიცონ.

























