დღეს, პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მოხსენებაა დაგეგმილი.
ეკონომიკის მინისტრს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, 12:00 საათზე ელოდებიან.
საკომიტეტო მოსმენა შემდეგ საკითხებზე გაიმართება: ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება.

























