გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
მისივე ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო “რუსთაველი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, რესპუბლიკის მოედნის, ვერეს ბაღის, ვერეს დაღმართის, ქიაჩელის, შოთა მილორავას, ახვლედიანის, ეკალაძის, ზანდუკელის, ჭოველიძის, არაგვის, დიმიტრი ბაქრაძის, გიორგი შენგელაიას, კოსტავას, მიმინოშვილის, ბელინსკის, ვაშლოვანის, კობახიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, ყაზბეგის, მელიქიშვილის, ერეკლე ტატიშვილის, ალექსი მაჭავარიანის და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.




























