მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ღარიბაშვილი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს

61bd6ad7026b3
ინგა მურუსიძე
18.12.21 09:25
411
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს, ასევე ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

აღსანიშნია, რომ პრემიერ-მინისტრის ანგარიშს მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიება სასტუმრო “ბილტმორში” 11:00 საათზე დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები