მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს იმდენად დაუცველია მესაკუთრე, რომ სახლი უნდა ჩაკეტოს“ – ადვოკატი ბინის გაქირავების საფრთხეებზე

62e1a11dbe47d
ალა ისპირიანი
28.07.22 23:40
12453
„დღევანდელი კანონმდებლობით იმდენად დაუცველია მესაკუთრე, რომ სახლი უნდა ჩაკეტო,“ - ამის შესახებ ადვოკატმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ერთი არაკეთილსინდისიერი დამქირავებლის გამო, შესაძლოა ბინის მესაკუთრის მოგება მთლიანად განულდეს.

„ჩვენ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდით. ადრე თუ ბინის უკანონო მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვის პროცესი დაჩქარებული იყო და ეს ყველაფერი ერთ თვეში სრულდებოდა ისე, რომ სათანადო სამართლებრივი გაანალიზება ვერ ხდებოდა და პოლიცია მას ძალიან სწრაფად აკეთებდა, დღეს ეს პროცესი საერთოდ გაჩერებულია.

ბინის მესაკუთრეები არაკეთილსინდისიერი მომხმარებლისგან ზარალდებიან რადგან, თუ გამქირავებლებმა კეთილსინდისიერი გადამხდელისგან ოდესმე სარგებელი ნახეს, ერთი არა კეთილსინდისიერის შემთხვევაში აბსოლუტურად ნულდება მათი შემოსავალი და მარჟა, რადგან სასამართლო ასეთი საქმეების განხილვას 2-3 წელს ანდომებს.

როდესაც გამიანალიზებია ეს პრობლემა, გამოდის დღევანდელი კანონმდებლობით არაკეთილსინდისიერი მომხმარებლებისგან იმდენად დაუცველია მესაკუთრე, რომ სახლი უნდა ჩაკეტო", - ამბობს იგი.

ინფორმაციისთვის, ბოლო პერიოდში გახშირდა საუბრები, რომ გაქირავებული ბინის ქირას დამქირავებელი არ იხდის და ბინიდან მისი გამოშვებაც ვერ ხერხდება. აღნიშნულის ძირითადი მიზეზი წერილობითი კონტრაქტის არ არსებობაა, რადგან გამქირავებლები თავს, სავარაუდოდ, გადასახადის გადახდას არიდებენ, რადგან ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში იგი 5%-ით იბეგრება.

შეგახსენებთ, რომ საკუთრებიდან საპოლიციო გამოსახლება 2015 წლიდან გაუქმდა. პრობლემის შემთხვევაში კი მომჩივანმა სასამართლოს უნდა მიმართოს, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ჭიანურდება და ბინის მესაკუთრე დიდ ზარალზე მიდის.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები