მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს კობა გვენეტაძე TBC ბანკსა და რეგულაციებზე სასაუბროდ პარლამენტში მივა

5ca626a9dffdb
BM.GE
05.04.19 09:00
1310
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე TBC ბანკსა და რეგულაციებზე სასაუბროდ მზადაა და დღეს პარლამენტში მივა.

„ეროვნულმა ბანკმა ერთდროულად ორი საპარლამენტო კომიტეტისგან მიიღო მოწვევა, რომ მივიდეს პარლამენტში, ამიტომ კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს ორი საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა შესთავაზა.

ეს საკითხებია: „თიბისი ბანკის“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, 26 თებერვლის საკომიტეტო მოსმენაზე პირველადი შედეგების შეფასებისთვის რეგულაციების ამოქმედებიდან მინიმუმ სამი თვის ვადის გასვლა ითხოვა“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები