მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

6333ebd84ac41
ინგა მურუსიძე
28.09.22 10:37
1993
დღეს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მისი მონაწილეები რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის შემოდინებას აპროტესტებენ.

„რუსეთში “მობილიზაციის” გამოცხადების შემდეგ, საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 16 და 20 კილომეტრიანი რიგი ლარსის გამშვებ პუნქტთან ყოველდღიური რეალობაა.

რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინება ზრდის რისკებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის FSB-ს შორის დადასტურებული თანამშრომლობის ფონზე, შეუძლებელი გახდება დადგენა იმისა, თუ ვინ კვეთს საზღვარს.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, ისინი არ აპირებენ საზღვრის ჩაკეტვას და არც ნაკადის შეზღუდვას.

შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვეკისრება პასუხისმგებლიბა, ვიმოქმედოთ“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილ. ორგანიზატორები კი „დროა“ და მისი ხელმძღვანელი, ელენე ხოშტარია არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები