ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც bm.ge-ის ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 130 530 000 ლარი შეადგინა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 8.270 პროცენტით, მაქსიმალური - 8.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.288 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.