მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი „სინოფარმით“ აიცრება

6092b06a0341a
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.21 09:00
472
დღეს, 10:10 საათზე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ხათუნა ზახაშვილი "სინოფარმის" ვაქცინით ვაქცინაციას ჩაიტარებს. ინფორმაციას ამის შესახებ NCDC ავრცელებს.

ცენტრში აღნიშნავენ, რომ საქართველო COVID-19-ის ვაქცინაციას სულ უფრო აფართოებს. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell) ვაქცინა - „სინოფარმი“ (მწარმოებელი Sinopharm, ჩინეთი) დაემატა.

COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell) ვაქცინა (სინოფარმი) აღიარებულია და გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში, სადაც 200 მილიონზე მეტი დოზაა უკვე ადმინისტრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები