მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარმოადგენს

5d7f92d31b40f
თელარა გელანტია
17.09.19 09:40
1557
დღეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის პრეზენტაცია 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.

კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს (ხუთშაბათს) გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები