მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, ნიკო კვარაცხელიას - „მომავლის ბიჭის“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

62f4d010c0f84
BM.GE
12.08.22 10:35
1476
დღეს, 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ნიკო კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

„მომავლის ბიჭის“ - ასე ქვია წიგნს, რომელიც ნიკო კვარაცხელიას მიერ 14 წლის ასაკში შექმნილი წიგნის გაგრძელებაა. მკითხველი ეზიარება ნიკოს ხანმოკლე, თუმცა ძალიან საინტერესო და წარმატებული ცხოვრების ისტორიას. წიგნში ასევე წაიკითხავთ მისი მეგობრების მიერ მონათხრობ ამბავს ნიკოზე და გაეცნობით ჯერ კიდევ საზოგადოებისთვის უცნობ მის ნახატებს.

წიგნის პრეზენტაციამდე - 13:00 საათზე მოეწყობა ნიკო კვარაცხელიას სახელობის საფეხბურთო ტურნე, რომელშიც 35-ე საფეხბურთო სკოლა, ნორჩი დინამო, ვიდ ჯორჯოა, ავაზა და მერანი მიიღებენ მონაწილეობას.

ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი - ნიკო კვარაცხელიას სახელობის სკვერი მოეწყობა. სწორედ ამ სკვერში მდებარე ტაძარში გაიმართება ნიკოს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

22 წლის ნიკო კვარაცხელია, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია. ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმა, თანამოაზრეებთან ერთად 2019 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა შექმნა. პლატფორმის მიზანი სოციალური ქსელების „უსამართლო“ მიდგომის შეცვლა იყო, რათა ყველა ადამიანს მისცემოდა ინფორმაციის გავრცელების თანაბარი შესაძლებლობა - იქნებოდა ეს მომხმარებელი, რომელსაც ბევრი მეგობარი თუ გამომწერი ჰყავს თუ ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელებში ნაკლებად პოპულარულია. ნიკო კვარაცხელია Forbes-ის 30 Under 30-ის გამარჯვებულიც იყო.

12 აგვისტოს ნიკო კვარაცხელია 23 წლის გახდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები