დღეს 11:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ერთობა და სტუდენტები, რომლებიც ჩართულები არიან საპროტესტო მოძრაობაში, გამართავენ საგანგებო ბრიფინგს, სადაც გაკეთდება ერთობლივი მოწოდება საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის დაწყების შესახებ.
საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერდება პარტიების და სტუდენტური საპროტესტო გაერთიანების შეთანხმებული 3-პუნქტიანი გეგმა საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის კონკრეტული მოქმედებების შესახებ.
შეგახსენებთ, სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მთელი ღამის განმავლობაში არბევდნენ.

























