საქართველოს პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მოუსმენენ. გვენეტაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს.
წლიურ ანგარიშში განხილულია ის მიმართულებები, რის მიხედვითაც ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში ხელმძღვანელობდა, აგრეთვე, მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

























