დღეს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძე მოუსმენენ.
პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით, ორი კითხვით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.
მამუკა ბახტაძის გარდა, ინტერპელაციის წესით, დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მოუსმენენ.

























