დღეს, სასტუმრო „ბილთმორში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდებიან.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაესწრებიან.
„შეხვედრა წარიმართება დიალოგის ფორმატში, შესაბამისად, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომდგენლებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მთავრობის პირველი პირებისგან მიიღონ პასუხები იმ საკითხებსა და თემებზე, რომელიც, მათი აზრით, მნიშვნელოვანია საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის“, - ნათქვამია BAG-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

























