მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს "აგროლაბისა“ და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება

62c6dbd4f0a98
BM.GE
08.07.22 10:15
565
დღეს, 11:00 სთ-ზე სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში ლაბორატორია „აგროლაბისა“ და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრას ფერმერები, მთავრობის, ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„აგროლაბი“ არის პირველი ქართული მულტიპროფილური, მოლეკულური ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვით სფეროებს.

ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორიის მომსახურებით ფერმერები და აგროსექტორში ჩართული ბიზნესები შეძლებენ სიზუსტისა და მაღალი ხარისხის გარანტიით მიიღონ სრული კვლევები: სურსათის უვნებლობაზე, ვეტერინარიაზე, მცენარეთა დაცვაზე, ღვინოზე, გარემოს დაცვაზე , ნიადაგსა და წყალზე.

სატელიტურ სისტემაზე დაფუძნებული მაღალი სიზუსტის სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების დახმარებით კი, ფერმერებს შეეძლებათ საკუთარ მეურნეობებში წარმოებული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება და ფერმერული საქმიანობის გაძლიერება.

EOS Crop Monitoring პლატფორმაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ექნება პროფესიონალური გამოწერის პაკეტი, რომელსაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს. ასოციაციის მხრიდან მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების მიწოდება და ფერმერთა ტექნოლოგიური ცოდნის განვითარება.

ორი ინოვაციური მომსახურების დანერგვით ფერმერები დროის დაზოგვით მიიღებენ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რაც არსებულ ბაზარს კონკურენტუნარიანს გახდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები