მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

5ea2a6be7d68a
ინგა მურუსიძე
24.04.20 13:02
702
დღეს, 24 აპრილს, ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. 

როგორც bm.ge-ის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ფრენას განახორციელებს ავიაკომპანია Jazeera Airways.

"აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს საელჩოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე. კერძოდ, ცნობილი გახდა,რომ ავიაკომპანია Jazeera Airways ქუვეითის მოქალაქეების საქართველოდან რეპატრიაციის მიზნით, ასრულებდა ფრენას თბილისის მიმართულებით.

მხარეების შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ აღნიშნული რეისით ისარგებლებენ ქუვეითში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან. ფრენა განხორციელდება თბილისის დროით 11:00-ზე, ქუვეითი-ბაქო-თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 11 მოქალაქე, მათ შორის 2 არასრულწლოვანი", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დღეის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 13,753 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,600 მოქალაქე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები