მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღეს რაც პროკურატურამ გააკეთა სხვა რა არის, თუ არა მუქარა თიბისიზე და ხაზარაძე/ჯაფარიძეზე"

5c77ce2bc635c
ლევან თაღიაშვილი
28.02.19 16:10
1144

საქართველოს პარლამენტის წევრი და ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე პროკურატურის მიერ თიბისი ბანკის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს თიბისი ბანკსა და ხაზარაძე/ჯაფარიძეზე განხორციელებული მუქარაა.

„დღეს რაც პროკურატურამ გააკეთა, სხვა რა არის, თუ არა მუქარა თიბისიზე და ხაზარაძე/ჯაფარიძეზე? რამე ახალი თქვეს? არაფერი. უბრალოდ გაიმეორეს ის, რაც ვიცოდით. სერიოზული სახით. თან ვითომ, რამე ახალი იყო. ვერ გავიგე, ეს განცხადება კარგია ბანკისთვის და ფინანსური სექტორისთვის და კომიტეტში განხილვა დააზიანებდა?

რეალობა არის ძალიან მარტივი. ბიძინას საქმე გააკეთა დღეს პროკურატურამ, შეუტია რა მორიგჯერ თიბისის. ასევე ბიძინას გამო გააჩერა კომიტეტი უმრავლესობამ, სამარცხვინო არგუმენტების მოძიებით. რა დგას ამის უკან? ალბათ, ანაკლია. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.“ - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადება დიდწილად იმეორებს 2019 წლის 9 იანვარს გაკეთებული განცხადების შინაარსს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები