მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღეს რატომ არის ლარი გამყარებული, მიზეზების თქმა გამიჭირდება"

5a3a720d7a72c
სალომე მეცხვარიშვილი
20.12.17 18:15
1144
"დღეს რატომ არის ლარი ცოტა უფრო გამყარებული, ამის მიზეზების თქმა გამიჭირდება",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის' ფრაქციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ბაზარზე ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს. როგორც თქვენ ახსენეთ, რომ მთავრობა წავა და ლარი გაყვება, - ეს ასე არ მოხდება.

საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მედეგი აღმჩნდა საგარეო შოკების მიმართ და ჩვენ ღირსეულად გადავლახეთ ეს შოკი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლითაც და სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრებიტაც, ჩვენმა ქვეყანამ დაძლია პოსტ 2014 წლის მოვლენების ზეგავლენა.

მცურავი სავალუტო კურსი არის ის განუყრელი ხაზი, როკმელსაც ჩვენი ქვეყანა მისდევს",- აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები