მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, "რუსთავის აზოტის" ტერიტორიაზე კონდენსაციური ელექტროსადგური ამუშავდება

5dad415b101e1
BM.GE
21.10.19 09:45
1450
დღეს, 12:00 საათზე, "რუსთავის აზოტის" ტერიტორიაზე, კონდენსაციური ელექტროსადგური გაიხსნება, რომელიც SIEMENS-ის ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ობიექტის დადგმული სიმძლავრე 9 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი – $5.5 მლნ. პროექტი ხსრულად "რუსთავის აზოტმა" დააფინანსა.

როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ორთქლის ტურბინის გენერატორი ელექტროენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ, ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზევე გამოიყოფა, რომლის გამოყონებაც წლების განმავლობაში არ ხდებოდა.

აღნიშნული ელექტროსადგური "რუსთავის აზოტის" წარმოებისთვის საჭირო, მთლიანი ელექტროენერგიის 20%–ს უზრუნველყოფს, რაც შესაბამისად, კომპანიას საშუალებას მისცემს, საბითუმო ბაზარზე 20%–ით ნაკლები ელექტროენერგია შეიძინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები