მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, "სადახლოს" საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა იხსნება

5df89b3d78f2c
თელარა გელანტია
18.12.19 09:00
2448
დღეს, 13:30 საათზე, ევროკავშირის მხარდაჭერით, „სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა იხსნება, რომელიც აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უნიკალური აპარატურით და განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარიული, ასევე, ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის და აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გახსნის.

აღნიშნულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები და მებაჟე-ოფიცრები არიან მოწვეულები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები